English / ქართული / русский /
ნუგზარ თოდუაეკატერინე უროტაძე
სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე

ანოტაცია. სტატიაში შესწავლილია სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების როლი თანამედროვე ტურისტულ ბიზნესში. სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების ძირითად დეტერმინანტებად ნაშრომში მიჩნეულია ინფორმაციულობა, ხელმისაწვდომობა, ინტერაქტიულობა, პერსონალიზაცია და უსაფრთხოება. ჩატარებული მარკეტინგული კვლევის საფუძველზე დადგენილია მომხმარებლების მიერ საქართველოს დესტინაციების მიერ შემოთავაზებული სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების დონეების შეფასებები. რეგრესიული ანალიზის გამოყენებით მიღებულია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სიდიდეები, რომლებიც ასახავენ ინფორმაციულობის, ხელმისაწვდომობის, ინტერაქტიულობის, პერსონალიზაციისა და უსაფრთხოების გავლენას სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების აღქმაზე, აგრეთვე  სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების აღქმის გავლენას მომხმარებლების სამოგზაურო განზრახვაზე.

საკვანძო სიტყვები: სმარტ ტურისტული ტექნოლოგიები, მყიდველობითი განზრახვა, მარკეტინგული კვლევა, საქართველოს ტურისტული ბაზარი. 

პრობლემის აქტუალობა 

21-ე საუკუნეში ახალი ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება ძირეულად ცვლის სამყაროს. 4.0 ინდუსტრიის მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკის მრავალ დარგზე, მათ შორის ტურიზმზე [Stankov  and  Gretzel,  2020].  4.0 ინდუსტრიის გავლენით  4.0 ტურიზმის კონცეფცია ითვალისწინებს ანალოგიურ ტექნოლოგიურ გარდაქმნებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში, რასაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვს [Buhalis … 2019]. 4.0 ტურიზმით გათვალისწინებული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა ქმნის ახალ სივრცეს, რომელშიც ფიზიკური და ვირტუალური ობიექტები ერთმანეთს ფარავენ [Flavián at al., 2019].   შესაბამისად, ტრადიციული ტურისტული ინდუსტრია შედის სმარტ ტურიზმის ეპოქაში [Neuhofer, 2012].   

ზოგადად, სმარტი, როგორც ახალი კონცეფცია, ეკონომიკური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით, მოიცავს პრაქტიკულ მოწყობილობებს, როგორიცაა, მაგალითად, სმარტფონები, სმარტ ტელევიზორები, სმარტ ავტომობილები და სხვა.  სიტყვა „სმარტი“ აღნიშნავს გონიერს, ეკოლოგიურს, მდგრადს, ინტეგრირებულს და ყველგან მყოფს [Um  and Chung, 2019]. სმარტ ტურიზმი კი  ესაა საყოველთაო   საინფორმაციო სერვისი, რომელსაც ტურისტები ღებულობენ მოგზაურობის პროცესში [Li  … 2017]. სმარტ ტურიზმი განისაზღვრება, როგორც ტურისტული მომსახურების ყველა დონეზე ეკოლოგიურად სუფთა, ეთიკური და მაღალხარისხიანი სერვისების ერთობლიობა.  შესაბამისად, სმარტ ტურისტული ტექნოლოგიები მიეკუთვნება ინფორმაციული ტექნოლოგიების ნებისმიერ ფორმას, რომლებსაც ტურისტები იყენებენ ინფორმაციის მოძიების, ტრანსაქციების, კომუნიკაციებისა და კონტენტის შექმნისათვის [Yoo   ... 2017].

ასეთი ტენდენციების გათვალისწინებით,  მრავალმა ტურისტულმა კომპანიამ თავის მარკეტინგულ საქმიანობაში დანერგა სმარტ ტექნოლოგიები, რათა მომხმარებლებისათვის უფრო სასიამოვნო   სამოგზაურო  შთაბეჭდილებები შეექმნა. დღეისათვის ტურისტების უმეტესობა იყენებს სმარტ ტექნოლოგიებს, როგორიცაა: ადგილობრივი რესტორნებისა და დესტინაციების ვებსაიტების გაცნობა, ტურისტული აპლიკაციების გამოყენება, სმარტფონების მეშვეობით გადახდა და სხვა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ტურისტების მიერ სმარტ ტექნოლოგიების გამოყენება უახლოეს მომავალში უფრო მრავალფეროვანი გახდება და მათ შეეძლებათ, რომ თავიანთი მოგზაურობები  ნებისმიერ დროსა და ადგილას  დაგეგმონ [Wang, 2018; Jeong   and  Shin, 2019]. 

სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიას მიეკუთვნება როგორც ზოგადი, ისე სპეციფიკური აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ ტურისტების გამოცდილება და შექმნან დამატებითი ღირებულება [Neuhofer  ... 2015].  სმარტ ტურისტული ტექნოლოგია   მოიცავს როგორც ჭკვიანურ მოწყობილობებს, ასევე სოციალურ პლატფორმებს, დიდ მონაცემებს, ხელოვნურ ინტელექტს და ა.შ., რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო ხანებში [Pai ... 2020]. მკვლევარები გამოყოფენ სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის სხვადასხვა მახასიათებლებს, რომელთა განზოგადების საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: ინფორმაციულობა, ხელმისაწვდომობა, ინტერაქტიულობა, პერსონალიზაცია და უსაფრთხოება.

ინფორმაციულობა წარმოადგენს ტურისტული დესტინაციების მიერ სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიით მოწოდებული ინფორმაციის ხარისხის, სანდოობისა და სიზუსტის ერთობლიობას [Huang ... 2017]. ხელმისაწვდომობა   წარმოადგენს საზომს, რომლითაც ტურისტებს შეუძლიათ ადვილად მიიღონ და გამოიყენონ დესტინაციების მიერ სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის მეშვეობით შემოთავაზებული ინფორმაცია [Huang ... 2017]. მომხმარებლები დესტინაციების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მოიძიებენ იმ შემთხვევაში, როცა სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის მისაწვდომობის დონე მაღალია. ინტერაქტიულობა უზრუნველყოფს სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის გამოყენებისას მომხმარებლებთან უკუკავშირს და აქტიურ კომუნიკაციებს [Tan ... 2018].  პერსონალიზაცია ხელს უწყობს მომხმარებლებს, მოგზურობის დაგეგმვისას სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის სხვადასხვა ტიპის საშუალებით მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია თავიანთი  მოთხოვნილებების გათვალისწინებით [No  and  Kim, 2015; Jeong and Shin, 2019].  უსაფრთხოება განისაზღვრება როგორც სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის გამოყენების დროს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის შენახულობა. ამიტომ მრავალი მკვლევარი მას სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის მნიშვნელოვან ატრიბუტად მიიჩნევს  [No  and  Kim, 2015; Huang ... 2017].

სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის სფეროში მრავალრიცხოვანი კვლევების მიუხედავად, ჯერ კიდევ ნაკლებია შრომები, რომლებიც COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით სმარტ ტურიზმის განვითარებას ეხება. არადა, აშკარაა, რომ COVID-19 პანდემია საგრძნობლად აფართოებს სმარტ ტურიზმის ტექნოლოგიების გამოყენებას [Gretzel ... 2020]. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ რეალობაში, ტურიზმის სფეროში მომხმარებელთა ქცევის შესწავლისათვის ჩატარებულია გარკვეული კვლევები [Apil … 2009; Todua and Jashi, 2016a; Todua and Jashi, 2016b; Todua, 2017a; Todua, 2017b;  Todua, 2018; Todua, 2019a; Todua, 2019b; Urotadze, 2019a; Urotadze, 2019b; Urotadze, 2019c;  Urotadze, 2020; Todua, 2020; Seturi and Urotadze, 2020], მაგრამ სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის გამოყენების თავისებურებები ჯერ კიდევ შესწავლილი არა. ამ ხარვეზის შევსებისათვის 2021 წლის თებერვალ-მარტში ჩავატარეთ მარკეტინგული კვლევა. ლიტერატურული მასალების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ჰიპოთეზები:

H1: ჭკვიანი  ტურისტული  ტექნოლოგიებთან ასოცირებული  ინფორმაციულობა დადებით გავლენას ახდენს მომხმარებელთა აღქმაზე;

H2:ჭკვიანი  ტურისტული  ტექნოლოგიების  ხელმისაწვდომობა   დადებით გავლენას ახდენს მომხმარებელთა აღქმაზე;

H3: ჭკვიან ტურისტულ   ტექნოლოგიებთან   ასოცირებული ინტერაქტიულობა   დადებით გავლენას ახდენს მომხმარებელთა აღქმაზე;

H4: ჭკვიან ტურისტულ   ტექნოლოგიებთან   ასოცირებული პერსონალიზაცია დადებით გავლენას ახდენს მომხმარებელთა აღქმაზე;

H5: ჭკვიან  ტურისტულ   ტექნოლოგიებთან   ასოცირებული უსაფრთხოება დადებით გავლენას ახდენს მომხმარებელთა აღქმაზე;

H6: ჭკვიანი  ტურისტული  ტექნოლოგიების აღქმა დადებით გავლენას ახდენს მომხმარებლების მიერ მოგზაურობის შესახებ განზრახვაზე.

ზემოთ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზების საფუძველზე შეიძლება შევიმუშავოთ კვლევის კონცეპტუალური მოდელი,   რომლის სტრუქტურა  ნაჩვენებია  ნახაზ 1-ში.

ნახ. 1.

კვლევის კონცეპტუალური მოდელი

 

კვლევის მეთოდოლოგია. კვლევა განხორციელდა მომხმარებელთა გამოკითხვის მეთოდით, ხოლო კვლევის ინსტრუმენტად  შევარჩიეთ ანკეტა, რომელიც რამდენიმე სტრუქტურიზებული კითხვისგან შედგებოდა. ანკეტა მოიცავდა ინფორმაციას რესპონდენტის თანხმობისა და კონფიდენციალობის შესახებ, აგრეთვე კვლევის განმარტებებს და შევსების   ინსტრუქციებს.   ანკეტაში გამოყენებულია  ლიკერტის ხუთბალიანი სკალა.  გამოკითხვა ჩატარდა ელექტრონული ინტერვიუს მეთოდით. კვლევაში გამოვიყენეთ თვითადმინისტრირებადი გამოკითხვის მეთოდი, რათა თავიდან აგვეცილებინა ინტერვიუების სუბიექტურობით გამოწვეული  შეცდომები. შერჩევის ფორმირება მოხდა საალბათო მეთოდის საფუძველზე. კვლევის არეს წარმოადგენდა  ქალაქი თბილისი.  95%-იანი სანდო ალბათობისა და 4%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, სულ გამოიკითხა 18 წელზე მეტი  ასაკის 620 რესპონდენტი (მათ შორის მამაკაცი იყო 237, ქალი - 383). მიღებული შედეგები   დამუშავდა   სტატისტიკური პროგრამა SPSS-ის  საშუალებით. ცვლადებს შორის კავშირურთიერთობის დასადგენად გამოვიყენეთ რეგრესიული ანალიზის მეთოდი [Malhotra,   2010].

კვლევის შედეგები. კვლევამ გამოავლინა საქართველოს ტურისტული დესტინაციების მიერ შემოთავაზებული სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის ინფორმაციულობის, ხელმისაწვდომობის,  ინტერაქტიულობის,   პერსონალიზაციისა და უსაფთხოების დონეები, რომლებიც    რესპონდენტებმა  შეაფასეს   ხუთბალიანი სკალის გამოყენებით, კერძოდ,   1-დან 5-მდე  მნიშვნელობების ზრდადობის მიხედვით (იხ. ნახ. 2). როგორც ანალიზი გვიჩვენებს, რესპონდენტები, ძირითადად, საშუალო დონეზე აფასებენ სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის მახასიათებლებს.

ნახ. 2.

საქართველოს ტურისტული დესტინაციების მიერ შემოთავაზებული სმარტ    

ტურისტული ტექნოლოგიების დეტერმინანტების შეფასების დონეები

 

ჩვენთვის საინტერესო ჰიპოთეზების შემოწმებისათვის გამოვიყენეთ რეგრესიული ანალიზი. წინამდებარე ნაშრომში რეგრესიული ანალიზის მეშვეობით დავადგინეთ დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს შორის ურთიერთკავშირი. მოცემულ კვლევაში დამოუკიდებელ ცვლადებს წარმოადგენს: ინფორმაციულობა, ხელმისაწვდომობა, ინტერაქტიულობა, პერსონალიზაცია და უსაფრთხოება, ხოლო  დამოკიდებულ ცვლადებს - სმარტ ტექნოლოგიების აღქმა  და მოგზაურობის შესახებ განზრახვა.  პირველ რიგში დავადგინეთ, დამოუკიდებელი ცვლადები - ინფორმაციულობა, ხელმისაწვდომობა, ინტერაქტიულობა, პერსონალიზაცია და უსაფრთხოება როგორ გავლენას ახდენენ მომხმარებლების მიერ სმარტ ტექნოლოგიების აღქმაზე  (იხ. ცხრილი 1).  შედეგები გვიჩვენებს, რომ ზემოთ მოცემული ცვლადებისათვის P<0.005, შესაბამისად,  ინფორმაციულობა, ხელმისაწვდომობა, ინტერაქტიულობა, პერსონალიზაცია და უსაფრთხოება სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი დეტერმინანტებია. 

ცხრილი 1. 

 ინფორმაციულობის, ხელმისაწვდომობის, ინტერაქტიულობის, პერსონალიზაციისა

 და უსაფრთხოების სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების  აღქმაზე

გავლენის რეგრესიული ანალიზი 

 

კვადრატების ჯამი

DF

საშუალო კვადრატი

F

P

ინფორმაციულობა

რეგრესია

3451.21

1

3218.12

321.602

0.000

ცდომილება

4172.44

618

9.92

 

 

ჯამი

7623.65

619

 

 

 

ხელმისაწვდომობა

რეგრესია

2391.26

1

3217.14

372.503

0.001

ცდომილება

4282.43

618

9.84

 

 

ჯამი

6673.69

619

 

 

 

ინტერაქტიულობა

რეგრესია

2589.21

1

3428.19

321.302

0.000

ცდომილება

4185.42

618

8.89

 

 

ჯამი

6774.63

619

 

 

 

პერსონალიზაცია

რეგრესია

3112.21

1

4113.18

971.401

0.000

ცდომილება

4267.41

618

6.81

 

 

ჯამი

7379.62

619

 

 

 

უსაფრთხოება

რეგრესია

3651.69

1

2919.17

573.405

0.000

ცდომილება

4267.47

618

9.71

 

 

ჯამი

7919.16

619

 

 

 

წყარო: ავტორები

რეგრესიული ანალიზი გამოვიყენეთ იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მოქმედებს სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების  აღქმა მომხმარებელთა მიერ  მოგზაურობის განზრახვაზე (იხ. ცხრილი 2). შედეგები ცხადყოფს, რომ სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების აღქმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებლებში მოგზაურობის განზრახვაში. 

ცხრილი 2.

 სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების  აღქმის ტურისტების სამოგზაურო

განზრახვაზე გავლენის რეგრესიული ანალიზი 

 

კვადრატების ჯამი

DF

საშუალო კვადრატი

F

P

სმარტ ტურისტული ტექნოლოგიების აღქმა

რეგრესია

3053.49

1

3129.72

382.507

0.002

ცდომილება

4365.42

618

9.73

 

 

ჯამი

7418.91

619

 

 

 

წყარო: ავტორები 

დასკვნები 

ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ქართველი მომხმარებლები დადებითად აღიქვამენ ტურისტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის მახასიათებლებს, თუმცა, მათ საშუალო დონეზე აფასებენ. ამასთან, სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის მახასიათებლების გავლენა ქართველი მომხმარებლების აღქმაზე  და ტურისტული მოგზაურობის განზრახვაზე საკმაოდ მაღალია. სტატისტიკური ანალიზი, კი ცხადყოფს, კვლევაში გამოყენებული მოდელის სანდოობას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენ მიერ შერჩეული სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის მახასიათებლები არის რელევანტური   ტურიზმის ინდუსტრიისათვის. ამიტომ, კვლევის შედეგებს აქვს თეორიული მნიშვნელობა ტურიზმის სფეროში სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით.  კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს  ტურიზმის სფეროში დასაქმებულ  მენეჯერებს, გაიფართოონ თავიანთი წარმოდგენა სმარტ ტურისტულ ტექნოლოგიის მახასიათებლების  შესახებ და   აქტიურად გამოიყენონ ისინი თავიანთ მომხმარებლებთან კომუნიკაციისათვის.  

მადლობა.  ავტორები მადლობას უხდიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგული კვლევის ცენტრს მარკეტინგული კვლევის ჩატარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Apil, A.  R., Kaynak, E., and Todua, N. (2009). Product Preference Differences of High and Low Ethnocentric Consumers in Georgia. In Proceedings of the 18th   World Business Congress „Management Challenges in an Environment of Increasing Regional and Global Concerns, International Management Development Association, pp. 531-539.
  2. Buhalis, D., Harwood, T., Bogicevic, V., Viglia, G., Beldona, S., and Hofacker, C. (2019). Technological disruptions in services: lessons from tourism and hospitality.  Journal of Service Management, 30 (4), 484–506.
  3. Flavián, C., Ibáñez-Sánchez, S., and Orús, C. (2019). The impact of virtual, augmented and mixed reality technologies on the customer experience. Journal of Business Research, 100, 547-560.
  4. Gretzel, U., Fuchs, M., Baggio, R., Hoepken, W., Law, R., Neidhardt, J., and Xiang, Z. (2020). e-Tourism beyond COVID-19: a call for transformative research.  Information Technology & Tourism, 22 (3), 187-203.
  5. Gretzel, U., Werthner, H., Koo, C., and Lamsfus, C. (2015). Conceptual foundations for understanding smart tourism ecosystems.  Computers in Human Behavior, 50, 558-563.
  6. Huang, C. D., Goo, J., Nam, K., and Yoo, C. W. (2017).  Smart tourism technologies in travel planning: The role of exploration and exploitation.  Information & Management, 54 (6), 757-770.
  7. Jeong, M., and Shin, H. H. (2020). Tourists’ experiences with smart tourism technology at smart destinations and their behavior intentions.  Journal of Travel Research, 59 (8), 1464-1477.
  8. Lee, H., Lee, J., Chung, N., and Koo, C. (2018).  Tourists’ happiness: are there smart tourism technology effects?   Asia Pacific Journal of Tourism Research, 23 (5), 486-501.
  9. Li, Y., Hu, C., Huang, C., and Duan, L. (2017).  The concept of smart tourism in the context of tourism information services.  Tourism Management, 58, 293-300.
  10. Malhotra, N. (2010).  Marketing research: An applied orientation.  6th ed., Upper Saddle River, N.J.; London: Pearson Education.
  11. Neuhofer, B., Buhalis, D., and Ladkin, A. (2012).  Conceptualising technology enhanced destination experiences.  Journal of Destination Marketing & Management, 1 (1-2), 36-46.
  12. Neuhofer, B., Buhalis, D., and Ladkin, A. (2015).  Smart technologies for personalized experiences: a case study in the hospitality domain.   Electronic Markets, 25 (3), 243-254.
  13. No, E., and Kim, J. K. (2015).   Comparing the attributes of online tourism information sources.   Computers in human behaviour, 50, 564-575.
  14. Pai, C. K., Liu, Y., Kang, S., and Dai, A. (2020).  The role of perceived smart tourism technology experience for tourist satisfaction, happiness and revisit intention.    Sustainability, 12 (16), 6592.
  15. Seturi, M., and Urotadze, E. (2020). Some opinions about sustainable development and tourism (case of Georgia). In Proceedings of the 5th International Scientific and Practical Conference „Strategic imperatives of modern management“, Kyiv National Economic University  named after Vadym Hetman, pp. 286-289.
  16. Stankov, U., and Gretzel, U. (2020).  Tourism 4.0 technologies and tourist experiences: a human-centered design perspective.  Information Technology & Tourism, 22 (3), 477-488.
  17. Tan, G. W. H., Lee, V. H., Hew, J. J., Ooi, K. B., and Wong, L. W. (2018).  The interactive mobile social media advertising: an imminent approach to advertise tourism products and services?  Telematics and Informatics, 35 (8), 2270-2288.
  18. Todua, N. (2017a). The Role of Social Media Marketing in Tourism. In Proceedings of the 6th International Scientific-Practical Conference „Tourism: Economics and Business“, Batumi, pp. 91-95.
  19. Todua, N. (2017 b).  Social Media Marketing   for Promoting   Tourism Industry in Georgia.  In Proceedings of the 22nd International Conference on Corporate and Marketing Communications: Challenges of Marketing Communications in a Globalized World, University of Zaragoza (Spain), pp. 168-171.
  20. Todua, N. (2018). Impact of Social Media Marketing on Consumer Behavior in the Georgian Tourism Industry. International Academy Journal Web of Scholar, 3(5/23), 11-16.
  21. Todua, N. (2019 a). Using social media marketing for attracting foreign tourists to Georgian destinations. Globalization and Business, 7, 39-48.
  22. Todua, N. (2019 b). The impact of destinations image on tourists buying behaviour. In Proceedings of the 4th   International Scientific Conference „Challenges of Globalization in Economics and Business“, Tbilisi, pp. 144-150.
  23. Todua, N. (2020). Service Quality Evaluation provided by Georgian Tourism Destinations. In Proceedings of the 5th International Scientific Conference „Challenges of Globalization in Economics and Business“, Tbilisi, pp. 196-203.
  24. Todua, N., and Jashi, Ch. (2016a).  Main Aspects of Service Quality in the Hotel Industry of Georgia.  In Proceedings of the 4th International Conference on Contemporary Marketing Issues, Heraklion (Greece), pp. 431-435.
  25. Todua, N., and Jashi, Ch. (2016b). Conceptual and Practical Aspects of Peace Marketing in Tourism (Georgian Case). In Peace Marketing (chapter XXVII), Bucharest: Editura universitara, pp. 346-356.
  26. Um, T., and Chung, N. (2019).  Does smart tourism technology matter? Lessons from three smart tourism cities in South Korea.  Asia Pacific Journal of Tourism Research, 26 (4), 396-414.
  27. Urotadze, E. (2019 b). The influence of social media marketing on consumer satisfaction in tourism industry. In Proceedings of the 4th International Scientific Conference „Challenges of Globalization in Economics and Business“, Tbilisi, pp. 390-396.
  28. Urotadze, E. (2019 c). Impact of social media on buying decision of tourism service consumers. In Proceedings of the International Scientific Conference „Business Strategy: Futurological Challenges“,Kyiv National Economic University  named after Vadym Hetman, pp. 52-58.
  29. Urotadze, E. (2019a). The influence of social media marketing on consumer satisfaction in tourism industry. In Proceedings of the 4th International Scientific Conference „Challenges of Globalization in Economics and Business“, Tbilisi, pp. 390-396.
  30. Urotadze, E. (2020). The role of social media marketing in   attitude towards Georgian consumers   to travel agencies. In Proceedings of the 7th Business Systems Laboratory International Symposium „Socio-Economic Ecosystems:  Challenges for Sustainable Development in the Digital Era“,  University of Alicante  (Spain), pp. 236-241.
  31. Wang, D., Li, X. R., and Li, Y. (2013).  China's “smart tourism destination” initiative: A taste of the service-dominant logic.  Journal of Destination Marketing & Management, 2 (2), 59-61.
  32. Wang, W. (2019).  The influence of perceived technological congruence of smartphone application and air travel experience on consumers’ attitudes toward price change and adoption.   Journal of Hospitality and Tourism Technology, 10 (2): 122–135.
  33. Yoo, C. W., Goo, J., Huang, C. D., Nam, K., and Woo, M. (2017).  Improving travel decision support satisfaction with smart tourism technologies: A framework of tourist elaboration likelihood and self-efficacy.   Technological Forecasting and Social Change, 123: 330-341.